მთავარი » I, Me, Mine

I, Me, Mine

მოკლედ, მაინც მომიწევს ჩემს შესახებ ერთი-ორი სიტყვის დაწერა. კეთილი, დაე აღსრულდეს ნება თქვენი, რადგან ასე ძალიან მთხოვთ.

მე ვარ ადამიანი, დაბადებული 1988 წლის 28 იანვარს. როგორც ამბობენ, მას შემდეგ კაცობრიობა შეიცვალა, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე საკუთარი ღერძის გარშემო გაიზარდა, ოზონის ხვრელი დაპატარავდა, და საბჭოთა კავშირი დაიშალა. (ანდა მართლა დაიშალა). ნუ ლოგიკურია ალბათ, რომ სკოლაც დავამთავრე (ძალიან მაგარი სკოლა თან) და შემდეგ უნივერსიტეტიც (ნუ პრინციპში, ესეც მაგარი იყო). დანარჩენი პირად ავტობიოგრაფიული ცნობები არც თუ ისე საინტერესოა.

ბოლო რამდენიმე თვეა, (შეიძლება ცოტა მეტი) აღმოვაჩინე, რომ წერა სიამოვნებას მანიჭებს. სიამოვნებს მანიჭებს კი არა, უფრო დროს სასიამოვნოდ ვატარებ წერის დროს. ჰოდა, მეც დავიწყე რაღაცეების წერა. შესაბამისად გამახსენდა, რომ კაი ხნის წინ ბლოგი მქონდა, მარა რა თქმა უნდა არც პაროლი არ მახსოვდა და არც სხვა არაფერი, და აი, ქვეყნიერებას მოევლინა ჩემი ახალი ბლოგი. აქ რაღაცეებს ვუკვდავყოფ ხოლმე! დიახაც!

ჩემი სუსტი წერტილია ბიტლზი და მაკდონალდსი. ამ უკანასკნელისთვის მგონი გავიზარდე უკვე, და ისე ძალიან მგონი აღარ მიყვარს. აი ბიტლზს რაც შეეხება, ეს სხვა თემაა, და ამაზე ოდნავ არასერიოზულად ლაპარაკიც კი უზრდელობაა ჩემთვის. ამიტომაც არაფერს ვიტყვი ეხლა და აქ.

რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე კოსმონავტი. მაგრამ საქართველოს კოსმოსური სადგური ჯერ არ აქვს, ამიტომაც მომიწევს ფინანსისტობა.

კიდევ რა?! აა, ხო: ჯერაც სტუდენტი ვარ, ოღონდ უკვე დიდი სტუდენტი, და კიდევ ერთი წელი მომიწევს ამ სტატუსის სათუთად ტარება.(მერე ხარისხი მექნება და ბევრი ფულები! ნუ პირველი ნადმვილად მექნება, და აი მეორის რა მოგახსენოთ!…)
მგონი სულ ეს იყო. თუ რამე დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დეპეშა გამომიგზავნოთ!

© თქვენი მოსიყვარულე, მე

6 thoughts on “I, Me, Mine

  1. აუ პირველად ვარ და მომწონს, ყოველგავრი ბლოგერული პირფერობის გარეშე გეუბნბი, აი იმდენი უაზროდ საკითხავი ბლოგია, რომ მართლა ძალიან მიხარია შენნაირი ადამიანების პოვნა:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s