მთავარი » ჩვენი ყოველდღიურობა » რატომ არ გვაქვს სახელმწიფო?

რატომ არ გვაქვს სახელმწიფო?

არა, სულ ტყუილად აიკაპიწეთ ხელები საკამათოდ და საჩხუბრად. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ ადრეა, ჯერ გეტყვით და მერე…

სათაური მეტად ხმაურიანი გამოუვიდა ამ ჩანაწერს. პომპეზურობით, გრაციით და ინტრიგით ცოტა ნანუკას შოუსაც კი გავს, მაგრამ არა.. ნურას უკაცრავად.

პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!

მოკლედ, ამ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ერთ სტატიას გადავაწყდი, რომელიც ეძღვნებოდა ერთ-ერთი ევროპული ერის პოსტ მსოფლიო ომის ცხოვრებას, თუ როგორ მოახდინეს რეაბილიტაცია, როგორ აზროვნებდნენ, როგორ დაიწყეს ყველაფერის თავიდან შენება, და მსგავსი დეტალები ძალიან კარგად იყო აღწერილი. შედეგად ამ ერმა მიიღო ის, რომ ევროპაში ყველაზე ძლიერი და წონიანი თუ არა, ერთ ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ქვეყანა, არა, უფრო ზუსტად სახელმწიფო კიდევ ერთხელ შექმნა. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, დამაფიქრა ერთმა რამემ: რატომ ვერაფრით ვერ ვახერხებთ ჩვენ იგივეს გაკეთებას? იგივეს მხოლოდ უფრო მცირე მასშტაბების თუნდაც, მიხლოებულისაც კი? ასეთი რა გამოუსწერებელი გვჭირს ჩვენ რომ ასეთი შორია ჩვენთვის ცნება სახელმწიფო? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, სადამდეც მივედი ეხლავე მოგახსენებთ.

ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ქვეყანა, ფარგლებში მოქცეული გეოგრაფიული ერთეული. ყველაფერ სიკეთესთან ერთად ეს ფარგლებიც მორღვეულია, და გამოდის რომ გეოგრაფიულ-ფიზიკურადაც არ გვაქვს ქვეყანა ნორმალურად. მაგრამ ამას გავანებოთ თავი! გავანებოთ არა იმიტომ, რომ არ მანაღვლებს ან არ უნდა გვანაღვლებდეს, არამც და არამც. უბრალოდ გავანებოთ თავი იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე დაშლა დაქუცმაცებას ყოველთვის მოსდევდა ასე თუ ისე აღდგენა-გაერთიანება, და იმედი მაქვს, რომ სინუსოიდა ამჯერადაც წავა ზემოთ, უბრალოდ იმის დაშვება რომ მე, თქვენ, ისინი, და სხვები შეიძლება ვერ მოვესწროთ ამას, ცოტა წარმოუდგენლად რთულადაც მეჩვენება. და მოდით, ამაში ვიყოთ ბოლომდე ეგოისტები, და რამენაირად მოვახერხოთ რომ მოვესწროთ!

მოდით გავანებოთ გეოგრაფიას თავი. მოდით გავანებოთ ქვეყანას,ფარგლებს, მეზობლებს, ისტორიას და პოლიტიკას თავი. მე უბრალოდ იცით რა მაინტერესებს? აი რამდენად გვაქვს ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ჩვენივე მენტალიტეტში? რამდენად გვაქვს ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ჩვენში? გვაქვს კი საერთოდ? მაგრამ მანამდე, უპირველესად, მგონია რომ ჯერ მთავარი რამე უნდა გავარკვიოთ: რა არის სახელმწიფო ჩვენთვის.

მართლაც რა არის სახელმწიფო? რომ დავფიქრდეთ, რამე თეორიულ/ფილოსოფიურ/აბსურდულის მოგონება ან შესაბამისი განმარტების მოძიება შეიძლება, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით საერთოდაც არ მგონია ეს რაიმე სახის ხეირს გვაძლევდეს. ამიტომაც ჯობია სახელმწიფოს აზრი და არსი დავიყვანოთ მარტივ ყოვლედღიურობაზე. მე მგონია, რომ თუ ასეთ მარტივ დონეზე გავაცნობიერებთ რა არის სახელმწიფო, მაშინ შეიძლება ელემენტარულად ეს სახელმწიფო გვქონდეს. ყოველდღიური პატარ-პატარა დეტალები ქმნიან ერთ დიდ სურათს, ერთ დიდ კულტურას, ერთი დიდ უნარს იმისა, რომ შევძლოთ სახელმწიფო შევქმნათ, შევინარჩუნოთ, ვმართოთ და მერე განვავითაროთ.

მგონია რომ, არსებობს რამდენიმე ისეთი საკითხი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და უმნიშვნელო შეიძლება იყოს ზოგი მათგანი, მაგრამ რეალურად მგონია, რომ სულაც არ არის ეგრე. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ძალიან ბევრი იქნება ალბათ და აზრი არ აქვს, ამიტომაც რამდენიმეს ვახსენებ მხოლოდ რაც ყველაზე ძალიან მხვდება თვალში. აი მაგალითად, ქუჩაში ნაგვის პრობლემა ავიღოთ. რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემა? იმიტომ რომ, ჩვენ არ გვინდა ამ პრობლემის მოგვარება! თუმცა რომ იკითხო, ყველას აწუხებს, ყველა შეწუხებულია და ყველას უნდა სუფთა ქალაქში ცხოვრება. აზრი არ აქვს იმას, ნაგვის ურნას ყოველ ფეხის ნაბიჯზე დადგამენ, ლამაზ ურნებს დადგამენ თუ არც თუ ისე ლამაზს, ყუბანეიშვილის „ლექსებს“ დააწერენ ზედ თუ ბაირონის ციტატებს, ნაგავს ორჯერ გაიტანენ დღეში თუ საათში ერთხელ. არანაირი აზრი არ აქვს ამას. იმიტომ არ აქვს, რომ ჩვენ მაინც ქუჩაში დავაგდებთ ნახმარ ერთჯერად ცხვირსახოცს, შოკოლადის ეტიკეტს, ბორჯომის ბოთლს. ჩვენ მაინც მანქანიდან გადმოვყოფთ ხელს და რომანტიულად გავატანთ ჰაერის მასებს სიგარეტის კოლოფის პარკს. მერე რა, ვიღაც ხომ მაინც მოხვეტავს. კი აბა რა! მეტი საქმე არ მაქვს ეხლა სააკაშვილის დალაგებულ ქუჩას მოვუფრთხილდე! აი აი ზუსტად! აი ამას აქვს აზრი! ვინ იქნება იქ ზევით, ვისი ახლობლის რომელ ნათესავს არ დაჩაგრავენ/ან დაჩაგრავენ იქ ზევით! აი რასაც აქვს მნიშვნელობა! აი მანდ ჩნდება ჩვენში ჩვენივე სახელმწიფოს არ არსებობა: რთულია იმის წარმოდგენა და გაანალიზება, რომ იმ ნაგვით ჩვენივე სახლს ვაღორიანებთ, მიუხედავად იმისა ჯონდი ბაღათურია იქნება „ის“ იქ ზემოთ თუ ტომ კრუზი. (ანდა ზოგ ქვეყანაში, გვარს და სახელს არ დავასახელებ, უკვე ისე „წინ არიან წასულები“, რომ სხვის დაგდებულ ნაგავს იღებენ და ურნაში ათავსებენ. წარმოგიდგენიათ? არა ხო?!). ჩვენთან ამას მხოლოდ ქუჩის დამლაგებლები თუ იზამენ. ისიც რამდენად კეთილსინდისიერად ეგ ცალკე საქმეა. აი ზუსტად აქ უკვე მეორე პრობლემა იჩენს თავს: მიფუჩეჩება, არაპროფესიონალიზმი, არაკეთილსინდისიერება, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, საქმის ახლობლობა/ჩაწყობით მოგვარება და ა.შ.

როგორ უნდა იარსებოს სახელმწიფომ, თუ მისი დასაქმებული მოსახლეობის ალბათ აბსოლუტური უმრავლესობა არის არაპროფესინალი? ხმამაღალი განცხადებაა ღმერთმანი, მაგრამ როცა კი რამე დამჭირვებია ნებისმიერ ორგანიზაციაში, სახელმწიფო თუ არასახელმწიფოში, ბანკში თუ კლინიკაში, ყველგან არაპროფესიონალები მემსახურებიან, რომლებმაც თავიანთი საქმე ნახევრად იციან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ პირობებში ვერ იარსებებს სახელმწიფო გამართულად. (და ვერც არსებობს, ფაქტი სახეზეა). ეს ეხება სტუდენტსაც, არასტუდენტსაც, მოსწავლესაც, პენსიონერსაც და ყველა სხვა დანარჩენს. პროფესიონალიზმიც კარგი ჯანდაბას, მივჩქმალოთ ერთი წამით. პატიოსნება? რამდენი აკეთებს ჩვენს გარშემო თავის საქმეს პატიოსნად? ჩამოთვლა არ არის საჭირო, უბრალოდ დავფიქრდეთ. ეხლა კიდე უფრო გავართულოთ ამოცანა: რამდენი აკეთებეს ჩვენს გარშემო საქმეს პატიოსნად და პროფესიონალურად ერთდროულად? ჩემს გარშემო ძალიან ცოტა…ცოტა იმიტომ რომ, ქიმიკოსი ფოსტაში მუშაობს, ფოსტალიონი საავადმყოფოში, მუსიკოსი ბანკში და ეკონომისტი …(ეკონომისტი საერთოდ არსად არ მუშაობს, იმდენია უკვე :D). ნუ კარგი, შეგვიძლია ამის მიზეზი სოციალური პრობლემები მოვიყვანოთ, მაგრამ მთლად მასეც არ არის საქმე…

თანაც, ძალიან დიდ სიბრძნეს არ გადმოვაფრქვევ ალბათ თუ ვიტყვი რომ, ხაბაზმა (იმან არა, თქვენ ვინც იფიქრეთ) პური უნდა აცხოს კარგად, ქირურგმა ოპერაცია უნდა აკეთოს, და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპისტმა ეზოფაგოგასგტროდუოდენოსკოპია უნდა აკეთოს. ფეხსაცმლის შემკეთებელს უნივერსიტეტის პროფესორი ვერ აუხსნის როგორ უნდა დააწებოს ქუსლზე „რეზინი“ ისე რომ წებო გარეთ არ გამოვიდეს! არ იცის და მორჩა! ისევე როგორც, ფეხსაცმლის დიდოსტატი ვერ აუხსნის მათემატიკის პროფესორს ლაგრანჟს და დიფერენციალურ განტოლებებს. (მაგრამ სამაგიეროდ, ორივე ისეთი ექსპერტები არიან პოლიტიკაში და ისე მშვენივრად აგიხსნიან რა და როგორ უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფოში, რომ დე გოლი და ათა თურქი მათთან შედარებით კრიკეტის მოთამაშეები გეგონებათ. ერთი თხოვეთ თქვენს მეზობელს, პროფესიით ხატვის პედაგოგს, ასფალტის დაგებაში მოგეხამროთ, ეგრევე მჟავე უარს გტკლიცავთ, რა ვიცი მე ეგ როგორ უნდა გავაკეთოო, თან ღიპს მოიფხანს სათუთად და ჩააბოყინებს. მაგრამ თუ რამე პოლიტიკასთან ახლოს მდგომს შესთავაზებთ, დამთავრებული ამბავია: წამში აგიხსნით როგორ უნდა იყოს ეკონომიკა დალაგებული, როგორ უნდა მუშაობდეს სანავიგაციო სისტემა და რა მორალურ-ადამიანური უფლებები გააჩნია პრეზიდენტს!)

ალბათ, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ იმ ხაბაზმა პურის ცხობაც არ იცის წესიერად, და ამიტომც ცდილობს სხვა სფეროში ექსპერტობას. ეგეც დასაშვებია. მაგრამ მაშინ კონტრშეკითხვა მიჩნდება: რატომ არ იცის თავის საქმე? ადვილია კი, ამაზე პასუხის გაცემა ვიღაცეებისკენ ხელის გაშვერით გავცეთ, აი იმან სკოლა დაანგრია, აი ამან განათლება წაგვართვა, აი იმ მესამემ ქართველობაც მიაყოლა და ა.შ. მაგრამ…

ერთის მხრივ კარგია (ისევ “ალბათ”), როცა ყველა ადამიანს სჯერა, რომ ქვეყნისთვის მასაც შეუძლია რამის გაკეთება. მაგრამ ნებისმიერ სფეროში? რა აუცილებელია ეს რაღაც იმ სფეროში ვაკეთოთ, სადაც წარმოდგენა არ გვაქვს რა და როგორ? არანაკლები წვლილი შეაქვს ხაბაზს, ექიმს, ბუღალტერს და პროქტოლოგს სახელმწიფოს შენებაში მაშინ, როცა თავის სფეროში აკეთებენ საქმეს მაღალ დონეზე. (ნუ თუ მარცვლეულის რომელიმე სახეობის პოლიტიკოსი ხარ, მაშინ არ ვიცი…). მივალთ აქამდეც იმედია..მაინც და მაინც ბაზალეთის ტბის ძირას მდებარე ოქროს აკვნიდან აღზევებულ თეთრ რაინდს უნდა ველოდოთ? ნუ, მომგებიანია ეს პოზიცია, ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს და რატომაც არა?

ველოდოთ კი ბატონო..

მაგრამ, “ალბათ” აჯობებს ყველამ თავის საქმეს და პროფესიას მიხედოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად. ამიტომაც, წავედი ეხლა მეც, ჩემს საქმეს მივხედავ…

2011 © გ.დ.

Advertisements

14 thoughts on “რატომ არ გვაქვს სახელმწიფო?

  1. uuux, rogor ar gekamato, ai rogor, rogor? xo ici rogor miyvars eg sakme. mara jandaba da shavi dge shens tavs chemo giorgi, ra vkna, rom 100 procentit getanxmebi. vaketot yvelam chveni sakme! kuchashi nayid fenovan xachapurs, rom shevchamt, is parki (xachapuri rom ido shignit) haerovnad ki ar gavushvat haershi xeebis dizainis shesamkobad, aramed cota xani jibeshi chavidot da pirvelive shemxvedr urnashi gadavagdot. ertsac tu mivxvdebit, sheni tkmis ar iyos, rom yvela prezidentebi ver gavxdebit, madli ikneba :))
    p.s. morig blogs rom dacer gamode erti fb-ze, mec, rom cavikitxo :*

    • მეკამათე, მეკამათე! მეც მიყვარს რომ მეკამათები ხოლმე. 😀 მოვძებნი რამე საკამათო თემას, მაცა პაწა ხანს.

  2. გაღიმებულმა წავიკითხე, სხვა რა დამრჩენია.

    დავიწყოთ იქიდან, რომ სახელწიფოს, ელინეკის სწავლების მიხედვით, 3 ნიშანი აქვს: სახელწიფოს ტერიტორია (როგორც აღინიშნა სადაოა), სახელმწიფოს მოსახლეობა ( სხვადასხვა თეორიების მიხედვით იმიჯნება ერი და ქვეყანაში არსებითი მაცხოვრებელი), რომელიც შუასაუკუნეების დასაწყისიდან დაყოფილი იყო სხვადასხვა სამეფო-სამთავროებად (მოგვიანებით უკვე ავტონომიებად) და მიჩვეული სხვისი სახელმწიოფოს ქვეშევრდომობაში ყოფნას. და ბოლოს, სახელმწიფოს, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობა. (ესეც სადაოა და სულ რაღაც ორ ათეულ წელს ითვილის)

    თუ ელინეკის სწავლებას მივყვებით, ჩვენ სხელმწიფო არ გვაქვს . საწყენია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ვფობ საქართველოს პასპორტს და ვითვლები სქართველოს მოქალაქედ. ანუ მე და ჩემთან ერთად 5 მილიონამდე მოსხალოება (თუ კიდე ვართ საერთოდ 5 მილიონი. 2008/2010 წლებში 111 % გაიზარდა ქართველების მიგრაცია ევროპაში) ფლობს არსებით უფლებებსა და მოვალეობებს.

    მარტივი და ცხადი მაგალითი: ნაგავი – მხოლოდ ჩენთან, ჩვენს მხარეში, ისხამენ ხეები ფერად-ფერად ,,ცელოფნის პარკებს,,. მხოლოდ ჩვენთან გამოგიწერს ექიმი ანტიბიოტიკს კბილის ტკივილის დროს და ჩაგიტოვებს ლანცეტს მუცლის ღუში ოპერაციის დამთავრების შემდეგ, მხოლოდ ჩვენთან აგინებენ საკუთარ დედებს და ოცნებობენ გამოვიდნენ ,,კაი ბიჭები,,.

    მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში აგროვებენ ნაგავს ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე და უკიდებენ ცეცხლს – ალბათ მისი არომატული სუნის და გამო.

    აქ მრავალწერტილი…………………..

    ამდენად. ხალხმა, როემელმაც 1801 წლიდან ქვეყანა დაკარგა, ხალხი, რომელიც 200 წლის მანძილზე სხვისი მონა იყო, ხალხი, რომელმაც ილია ჭავჭავაძე მოკლა, უბრალოდ აღარ არის ქართველი ერი.

    მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები, რომ მათ შორის უკანასკნელი მონაც კი მომკვდარიყო. ჩვენ კიდევ გვაქვს წინ 20 წელი და ჩვენ ვართ აქ, იმისთვის, რომ ვაშლის ხემ პარკის ნაცვლად ვაშლი მოისხას და ხაბაზმა ქვეყნის ეკონომიკური განთვითარებისთვის არ იზრუნოს.

  3. imitom ver vaSenebt saxelmwifos ro dasawyisSi yvelas aqvs ketilshobiluri ideebi ro ro sheedzlos ase da ise gaaketebda, magram roca realuri dzalaufleba edzlevat da xvdebian rom ori gza aris an is risi gaketebac undoda an dadges dzlieris mxares da mastan ertad aketos fuli, aset dros rogorc cesi meores irchevs xalxi. shen mier moyvanili qveyana 50ianebshi ganicdida reformebs da mashin sxva dro iyo exa sxva droa, mashin amerika gacilebit metad iyo dainteresebuli evropashi kapitalisturi qveynebis ashenebit vidre dges, mashin rusets sxvis teritoriebis mitvisebaze metad tavisi teritoriebis isev dabruneba da gadzliereba ainteresebda. chemi pasuxi shen postis sataurze da pirvel abzacze asetia 🙂

    xolo danarchenze isev da isev nagvis problemit unda davicyoto saxelmcifos msheneblobao da chven quchashi nagvis dayras ver gadavechviet da ra saxelmcifos amsheneblebi vart

    • ძალაუფლებაზე და “იქ ზევით” რაც ხდება, მაგისთვის შეგნებულად ვეცადე გვერდი ამევლო. თუმცა რაღა თქმა უნდა მართალს ბრძანებთ. ამერიკა, ჩინეთი და კუბა გვერდზე გადავდოთ. ჩვენ ჩვენი ელემენტარული გავაკეთოთ, აი სულ ძალიან მარტივი. 🙂

  4. სალამი ყველას,
    პირველი რაც მინდა აღვნიშნო, კარგად წერ – ერთი ამოსუნთქვით იკითხება ჩანაწერი და ასწორებს.

    რაც შეეხება მოყვანილ არგუმენტებს, საერთო ჯამში ერთ კრებით სახელში შეგვიძლია გავაერთიანოთ: ”ბანძი ქართველი ერი”. ამ ბოლო დროს ყველას ეს ნიშა აქვს აღებული, თან ისე, რომ თვითონ გაურბის ამ სოციუმს, განა თვითონ არის ბანძი, ნაგვის ძირს დამყრელი, 2 ლიტრა ღვინის მსმელი და ფაფუკი ღიპ-ღაბაბის მქონე, არა, თვითნ შემდგარი მოქალაქეა სახელმწიფოებრივი აზროვნებით და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით. ქვეყანის განვითარებას ეს მურთაზ-ციურები და მათი შთამომავლები აფერხებენ (ამ შემთხვევაში კონკრეტულად შენ არ გგულისხმობ გიორგი, ზოგადად).

    მოდი ახლა განვიხილოთ ინსტიტუციონალურ დონეზე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები.
    ნაგავს ყველგან ყრიან: გერმანიაშიც, ესპანეთშიც, იტალიაშიც, აშშ-შიც და ჰოლანდიაშიც.
    გარდა ამისა, კონკრეტული ფაქტები შემიძლია მოვიყვანო საკუთარი თვალით ნანახი, რომელსაც ანალოგი ამ ჩვენს საცოდავ ქვეყანაში შეიძლება არ ჰქონდეს. მაგალითად, ავტობუსში მინახავს 14-15 წლის გერმანელი ბავშვი როგორ აბოყინებდა და აკუებდა გაბმით თავისზე რამდენიმე წლით პატარა მეგობრებს, თან უტყაპუნებდა შიგა და შიგ. კაციშვილს ხმა არ ამოუღია და ეს გვარიან ხანს გაგრძელდა. ხო კიდევ ერთი, შარშან ზაფხულში საღამო იყო, მზე ჯერ კიდევ აცხუნებდა, მენზის წინ, ლანის ნაპირას, 200-300 კაცი მაინც იქნებოდა თავმოყრილი, მიდიოდა ქეიფი და სმა. მოულოდნელად, ერთმა არიელმა მოიმარჯვა თავისი პენისი და ყველას თანდასწრებით, საკმაოდ დიდი წნევით გადააფსა მდინარეში. სპორტული ჩაჩებით და ჰიფ-ჰოფის მოყვარულ უზრდელ ახალგაზრდებზე აღარაფერს ვიტყვი. კიდევ უამრავი ფაქტები შემიძლია მოვიყვანო და დარწმუნებული ვარ შენც შესწრებიხარ ამ ტიპის ამბებს. (ხო არ იფიქროთ, რომ გერმანია ან გერმანელები არ მევასებიან, პირიქით, ძალიანაც მევასებიან, მაგალითი მოვიყვანე მხოლოდ).
    რაც შეეხება სახელმწიფოს, აგერ ჩემ წინა მპოსტველმა დაწერა, რომ ამ ადამიანებს ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ სახელმწიფოს ქონის და მშენებლობის და ასე 5-10 წელიწადში სახელმწიფო არ შენდება. ჩვენ შევაფასოთ ტრენდი და ტენდენცია -მეც, შენც და ბოლო თაობის ახალგაზრდებში სწავლა გახდა წარმატების გარანტი. ნეპოტიზმაც ასე თუ ისე იკლო, კრიმინალურ ავტორიტეტებს უფრო და უფრო ცოტა ახალგაზრდა კაცი უმზერს რომანტიულად, საზოგადოება დღითიდღე ხვეწს პოლიტიკურ კულტურას და აღარ ეგება ვიღაც ძიძიგურების ღრიალზე და აღარ გადის მიტინგებზე უაზრო პერსპექტივით. აი პოლიტიკური პლურალიზმი კი, სწორედ ხელისუფლების მიერ ოპონენტების მიზანმიმართული დისკრედიტაციის გამო არ არსებობს და აქ ხალხი არაფერ შუაშია.
    პროფესიონალიზმს და ”ყველაფერჩიკებს” რაც შეეხება. სწორედ რომ განათლების სექტორში დიდი პრობლემები განსაზღვრავს ამდენ არაპროფესიონალიზმს ყველა სფეროში, საბჭოთა მემკვიდრეობა, ბნელი და ცივი 90-იანები, პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმის კარდინალურად ცვლილება (კაცი, რომელიც 30 წელი კომუნიზმს და სოციალიზმის სიკეთეებს ასწავლიდა, მე საბაზრო ეკონომიკასა და კაპიტალიზმზე მიკითხავდა ლექციებს :D) + არ არსებობს პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები შემდგომი დასაქმების უზრუნველზოფით (აუსბილდუნგს ვგულისხმობ). ამას დავამატოთ ”ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამევიდეს” მენტალიტეტი და მეზობლის და მომავალი სიდედრის ჯინაზე ნაყიდი დიპლომები.

    და ბოლოს, არ ვართ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულად ცუდი ერი, რომელიც თვითმყოფადად არის დეგენერატი და არაფრის კეთება არ ძალუძს ქეიფის გარდა. ჩვენ ქვეყანას ნებისმიერ დროში, ევოლუციასთან შესაბამის მრავალ დარგში ყოველთვის ჰყავდა 1-2 პროფესიონალი და პატრიოტი წარმომადგენელი.
    არსებული სოციალური პრობლემების და წარმოუდგენელი ეკონომიკური სიდუხჭირის, 300 000 დევნილის პირობებში, სახელმწიფოზე მართლაც ნაადრევია საუბარი. მაგრამ მე მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რამეთუ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს და საკუთარი თავიდან იწყებს ცვლილებებს და არ ბღავის მიშა-გრიშას, რაც სულაც არ ნიშნავს რომ მიუხედავად შენი არაკომპეტენტური და არაჭეშმარიტი აზრის მიუხედავად, არ გაგაჩნდეს ამა თუ იმ მოვლენაზე შენი მოქალაქეობრივი პოზიცია და თამამად აფიქსირებდე მას.

    აი ნაგვის დაყრა კი მაგრად ტეხავს, რომელსაც ქმედითი მონიტორინგი და ეფექტური სანქცია/ჯარიმები შესანიშნავად დაარეგულირებენ, პლუს შეიძლება სკოლებში დაემატოს აღმზრდელობითი საათები, თუ რა ზიანს აზენებს პოლიეთინელის პარკები და ა.შ. გარემოს და გარემოში მცხოვრებ ადამიანებს. ამ ყველაფერს ვერ იზამ, მანამ სანამ ხალხს არ ექნება შემოსავალი ამ ჯარიმის გადასახდელად და ვუბრუნდებით ისევ ჩაკეტილ წრეს, ამას დავუმატოთ მოსახლეობის დაბალი ინტელექტუალური დონე. სამწუხაროდ, ცოტანი არიან მშიერი ინტელექტუალური ვოლუნტარისტ-ენთუზიასტები. შეიძლება რამე ალტერნატიულის მოფიქრებაც, მაგ., თუ მღვდელები წირვის შემდგომ თავის მრევლს მოუწოდებენ ნაგვის არ დაყრისკენ და ამ კუთხით აწარმოებენ კამპანიას, ჩემი აზრით დადებითი შედეგი ექნება. თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიისადმი ინტერესს და მამაოსადმი უსიტყვო მორჩილებას. 😀

    ბოლო ლოზუნგში კი გეთანხმები, მოდი მართლაც ვაკეთოთ ყველამ ჩვენი საქმე, თუ არ გვაქვს საქმე, გამოვიგონოთ ის!

    • სალამი ლაშა!

      ძალიან კარგი კომენტარია, ბარე ორ პოსტს შეშურდება ისეთი!
      რაც შეეხება შენს არგუმენტებს: პირველ რიგში მინდა “ბანძ ერზე” ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. მე არანაირად არ ვამტკიცებ ან ვამბობ იმას რომ ქართველი ერი “ბანძია”. ღმერთმა დამიფაროს მაგ აზრზე მივიდე ოდესმე. მე უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ ქართველის ერის შეგნება ბევრ რამეში მართლაც რომ “ბანძია”. თუნდაც ნაგვის საკითხში. ეს ნაგავი უბრალოდ გამოხატულებაა იმ ბევრი მავნე და ალბათ არასასურველი ჩვევების, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე პირადად არც სოციუმს გავურბივარ, პირიქით, ვიზეც მიმიწვდება ხელი, და ვისთანაც მაქვს ამის მორალური უფლება, იმას ვეცდები რომ რამე შევაგონო. ეს არის და ეს. თუ მაინც და მაინც გავთავხედდები, შეიძლება ვინმეს მაგალითიც მივცე, როგორ ჩაიკუჭოს ჯიბეში სნიკერსის ქაღალდი, და არ დააგდოს შუა რუსთაველზე. 😀

      რაც შეეხება, გერმანულ “საოცარ” წეს ჩვეულებებს, გეთანხმები 120 პროცენტით. მეც მრავლად მინახავს მსგავსი საინტერესო მოვლენები. თუმცა, ეს მაქაური საზოგადოების ყველაზე უფრო “ცუდი” ნაწილია, და ეს თვითონაც იციან.

      მიშა-გრიშას, წიწიბურას და ლივლივს სპეციალურად ავუარე გვერდი. პოლიტიკა ძალიან ბევრი პრობლემის ყველაზე მარტივი გამართლებაა. ამიტომ ვეცადე მის გარეშე გავსულიყავი ფონს. თუმცა ამ ხაზს რომ მივყვე, ბოლოს რუსეთთან მივალ და არ მინდა ჩვენი “კეთილშობილი” მეზობელი კიდევ ერთხელ მოვიხსენიო თბილი სიტყვებით. 😀 მაგათმა რაც გვიქნეს მენტალიტეტში, ყველა დამპყრობელმა ერთად აღებულმა ვერ გვიქნა. თუმცა ამაზე სხვაგან და სხვა დროს.

      პ.ს. მადლობა კომენტარისთვის. ხშირად შემოიარე ხოლმე!

  5. მადლობა კომპლიმენტისთვის! (blush)
    ეჰ, ეგრეა ეგრეა, მართლაც ბევრი ნაკლოვანებები და მანკიერებები გვაქვს ერს მენტალიტეტში.

    ხო რუსეთზე და იმ ყველაზე დიდი ზიანზე, რასაც ქართველების დღევანდელი მენტალიტეტი ჰქვია, ყველაზე მახინჯი ფორმით, აქ რთულია ლაპარაკი.

    შენ წერე და კითხვა ჩემზე იყოს.

    წარმატებები

  6. ლაშა საღოლ, მე შენი ფანი ვარ დღეიდან :))) თუმცა არამგონია გიორგი, ქართველ ერს მიიჩნევდეს დეგენერატად და მოდას იყოს აყოლილი, ყველაფერი ცუდი, რომ უნდა თქვა საქართველოზე. საერთოდ ასეთი ახსნები, რომ ქართველი ერი დეგენრატია, სინამდვილეში არაფრამდე მიგიყვანს და ბოლოს, ამის მთქმელი აღმოჩნდება თავად დეგენერატი :)) მაგრამ ღირებულებებში აშკარა პრობლემები, რომ გვაქვს ფაქტია. გეთანხმები, ეს პირველ რიგში საბჭოთა კავშირის ბრალია, მეორე, განათლების პრობლემების და მესამე ინტელექტუალური ელიტის არ არსებობის. ნაგავს, რაც შეეხება: საშინელი სანხავია, როცა დილით შენს ძველი თბილისის პატარა ქუჩაზე გამოდიხარ, ლამაზ სახლებს და მთაწმინდის ხედ უყურებ, უცებ ქვემოთ ჩაიხედები და მეორე სართულის მეზობელ ლიას ხედავს, რომელიც პირდაპირ აივნიდან ყრის ნაგვით სავსე ყუთებს ქუჩაში. ასე პირდაპირ. არ გეგონოს, არავინა რაფერი ვუთხარით, სულ ვეჩხუბებოდით, მაგრამ ეკიდა რა. პოლიტიკას, რაც შეეხება ნუ ვისაუბრებთ აქ მაგაზე, ვისი საქმეც არის იმან მიხედოს, ჩევნ ჩვენსას.

  7. მომეწონა ეს სიბრძნეები.

    ქართველი ერი ,,ბანძია,, ძაან ხმამაღალი ნათქვამია. გვაქვს ბევბრი მინუსი, მაგრამ ბევრი პლიუსიც. არც ერთი ერი არის სრულყოფილი. ყველაფერი შეფარდებითია. გერმანელ ერს 14 წლიდან ვიცნობ და ამათზე მარტივი და პრაქტიკული ერი არ არსებობს.

    მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიას მისცეს ყველაფერი იმისთვის, რომ ისევ სახელმწიფოდ ქცეულიყო. კომუნიზმის მცველი ევროპაში. სულ ერთი მაგალითიც კმარა. დღემდა სხვაობაა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. 90 წლებიდან მოყოლებული დდრ-ის ტვირთი დღემდე მოყვებათ და ამას ხმამაღლა აღიარებენ კიდეც. აქედან გამომდინარე, ეს კომუნისტური მონსტრის ნარჩენები, გერმანიას დღესაც თუ აწუხებს, გასაკვირი არაა რომ საქართველოს კიდევ კაი ხანი შეაწუხებს.

    მე მაინც ვთვლი, რომ ქართველი ერის დეგრადაცია უპირველეს ყვოვლისა კომუნიზმის მარწუხების ბრალია. პოსტსაბჭოთა სივრციდან უამრავი თანაკურსელი მყავს. ყველა განსხვავებულია, მაგრამ მენტალიტეტით თითქმის ერთნაირი. ყველა კომუნიზმის შვილები ვართ. თითქმის ყველა ქვეყანას იგივე პრობლემები აქვს.

    ლოზუნგი – დრო და განათლება. და ისევ ლენინი. სწავლა, სწავლა და სწავლა :))))))

  8. ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა: უპასუხისმგებლობა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ ისჯება… Gut gemacht/geschrieben Heltertheskelter ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s