მთავარი » კინო » არონოვსკის გედების ტბა

არონოვსკის გედების ტბა

ოპერა, ბალეტი და ზოგადად, კლასიკური მუსიკა რომ ხელოვნების უმაღლეს და უმძლავრეს გამოვლინებად მიმაჩნია ეგ არ ახალია. მეტიც, დარწმუნებული ვარ და ამის მტკიცედ მჯერა, რომ კლასიკურ მუსიკას ემოციებში, სიღრმესა და ფილოსოფიაში ვერც ერთი ჟანრის არათუ მუსიკა, არამედ ბევრი სხვა, მონათესავე დისციპლინაც ვერ დაუდგება გვერდზე. ლიტერატურაო მეტყვით, კი ბატონო, მაგრამ ეგ საერთოდ სხვა ოპერიდანაა…

კლასიკური მუსიკა, მაინც უფრო ზოგადი და გლობალური ცნებაა, ამიტომაც ამჯერად დავწვრილმანდები და მხოლოდ ბალეტზე ვიტყვი ერთ ორ სიტყვას. თუმცა ჩემი თქმა რა საჭიროა, ოპერისა და ბალეტის თეატრები ყველა ქალაქშია და ვინც ჯერ არ დაინტერესებულხართ ამ სფეროთი, შეგიძლიათ აწი აითვისოთ, და ვისაც ათვისებული გაქვთ, მათ კიდევ ერთხელ განიცადოთ ის ყველაფერი რაც სცენიდან მოდის. მართლაც რომ ერთი სიამოვნებაა დიდ დარბაზში სკამზე მოკალათებული ჟიზელის ან დონ კიხოტის ცქერა და მოსმენა.

თუმცა ის რაც დარენ არონოვსკიმ ჩაიდინა “შავ გედში”, ეს იყო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი უშედევრესის შედევრებს შორის ახალი შეფუთვით და მაკიაჟით წარმოჩენა. საერთოდაც არ გჭირდებათ უახსლოესი ოპერის თეატრის მისამართის მოძებნა, შეგიძლიათ მარტივად მოათავსოთ ერთი ადგილი სავარძელში, მოიმარჯვოთ კომპიუტერი და დატკბეთ. თუმცა, იმედებს გაგიცრუვებთ და გეტყვით, რომ ფილმი გედების ტბის ზღაპრულ ისტორიას არ გვიყვება (ან შეიძლება გვიყვება ირიბად). ფილმის ღირსშესანიშნაობაზე მე აქ არ და ვერ დავიწყებ დიდ სჯა ბაასს, ვინაიდან და რადგანაც არ გამომივა, მაგრამ თუ მაინც და მაინც გაინტერესებთ კომპეტენტური აზრი, შემიძლია გადაგამისამართოთ ამ საკითხის ექსპერტებთან. მე უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ფილმში არის ყველაფერი, რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ: სიყვარული, ემოცია, ცხოვრება, სევდა, სიკვდილი, ადამიანობა, სტრესი, რწმენა, პრობლემა, მეგობრობა, ფანტაზია, რეალიზმი, პერფექციონიზმი, ეგზისტენციალიზმი, პაციფიზმი, კუბიზმი, იმპრესიონიზმი, ყველანაირი -იზმი მოკლედ. და ეს ყვალაფერი ჩაიკოვსკის უკვდავი მუსიკის ფონზე, რაც გასაქანს არ გაძლევს მაყურებელს და 2 საათის განმავლობაში გედების ტბის გარემოში გტოვებს. თანაც ისე რომ, ერათხელაც არ დაგამთნქრებს, ერთხელაც არ მოგინდება ჩაის დასხმა, საჭირო ოთახში გასვლა, და პირწიგნაკის შემოწმება. ყველაფერი ისე მდორედ და შეუმჩენვლად გადადის ერთმანეთში, რომ გაოცების გარდა სხვა აღარაფერიღა დაგრჩენიათ. მისტიკიდან უცებ ცხოვრებისეულ რომანტიკაში დაგაბრუნებთ, საიდანაც წარმოდგენა არ მაქვს როგორ, საშინელებათა სცენაზე აღმოჩნდებით. ეს არის უბრალოდ ჭკვიანი და ლამაზი, დაძაბული და სასიამოვნო, რთული და მარტივი, რეალური და არარეალური სამყაროს ყველაზე ლამაზი წარმოჩინება. ლამაზი პირდაპირი და ირიბი გაგებით. პირდაპირით იმიტომ რომ, ნატალი პორტმანი მართლაც რომ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი ამ ფილმში, და ყველაფერთან ერთად იგი ძალიან უხდება ბალანჩინის პროტოტიპ კასელის გმირს. არაპირდაპირი გაგებით კი…არაპირდაპირი გაგებით კი ჯობია უყუროთ და გაიგებთ.

ფილმს ერთადერთი რამ აკლია: უმჯობესია და სასურველია (და შეიძლება აუცილებელიც კი) ნანახი გქონდეთ ან იცოდეთ მაინც გედების ტბა. ეს არის, ჩემი აზრით, ერთი დიდი სურათის ბოლო (და ალბათ არც თუ ისე პატარა) შტრიხი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ რატომ არის ოდეტი ასეთი საინტერესო, ტრაგიკული, რთული და ლამაზი პერსონაჟი. მართალია, ზიგფრიდი და დანარჩენები ფილმში დიდად არ ფიგურირებენ, მაგრამ ისინი მაინც ფილმთან ერთად ერთ დიდ უსასრულობას ქმნიან!

არ ვიცი ფილმს, რეჟისორს, პორტმანს რა ჯილდოებს მისცემენ და რას არ მისცემენ, მაგრამ ფაქტია, რომ ფილმმა ათიანში გაარტყა.

დეკემბერი 2010 © გ.დ

Advertisements

3 thoughts on “არონოვსკის გედების ტბა

  1. ძალიან საინტერესო სტატიაა. ფილმი ნანახი მაქვს და კარგა ხანს ემოციებიდან ვერ გამოვდიოდი. სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი ბალეტი ,,გედების ტბა” 😦 მაინტერესებს პერსონაჟს ნინა რატომ ჰქვია? ხომ არ არის დაკავშირებული ეს სახელი რამით ნინო ანანიაშვილთან რომელსაც ამერიკელები ნინას ეძახიან? ასევე ვიცი რომ თეთრი და შავი გედის ერთ–ერთ საუკეთესო შემსრულებლადაც კი არის მიჩნეული. ანუ ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ იცით თუ რამით კავშირშია სცენარი ქართველ ბალერინასთან?

    • რომ არ მოგატყუოთ, ზუსტად არ ვიცი. მეც პირველი ასოციაცია ნინას სახელზე ანანიაშვილის შესახებ გამიჩნდა. არ არის გამორიცხული ეგრეც იყოს, მითუმეტეს რომ კასსელის გმირი ნადმვილად ბალანჩინის პროტოტიპია. ისიც მსგავის ტიპი იყო, რამდენადაც ვიცი.

  2. ფილმი ძალიან მაგარიააა 🙂 და “დიდ დარბაზში სკამზე მოკალათებული ჟიზელის ან დონ კიხოტის ცქერა და მოსმენა” მომნატრებია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s