მთავარი » საქართველო » ვიმეტყველოთ ქართულად – (ანუ რიჟა სთორი)

ვიმეტყველოთ ქართულად – (ანუ რიჟა სთორი)

ნაწილი პირველი

იმ დღეს მეილზე მომივიდა რაღაც ინვითეიშენი, ჩემმა ბოსმა დამიფორვარდა. კონცერტი იყო სადღაც ლაგოდეხი მიუზიქ სქაი ჰოლში და მეც უიქენდი თავისუფალი მქონდა და წავედი. იუქეიდან ჩამოსული ბენდი უკრავდა და ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო. მთელი პოლიტიკური ესთაბლიშმენთი ესწრებოდა ამ ივენთს. კონცერტის მერე ლაუნჯში ფართი იყო და იქაც მაგარი გავაჯაზეთ. სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ვინმე სელებრითის დაინახავდი. მობილზე რომ დავხედე, მისდ ქოლები დამხვდა, მაგრამ შიგნით მაგარი ხმაური იყო და ვერსად დავრეკავდი. ივენთის მერე ჩემს მეგობარს ეგრევე ესემესი გავუგზავნე, მივწერე რომ ბევრი დაკარგა რომ არ წამოვიდა ჩემთან ერთად. სახლში რომ მივედი ეგრევე ლეპტოპი ჩავრთე, და სურათები გავაფეისბუქე. ხუთ წუთში უკვე 15-მა კაცმა დამილაიქა. ამასობაში უკვე გვიანი იყო, და დასაძინებლად წავედი. როგორც ყოველთვის ლეპტოპის დაშათდაუნება დამავიწყდა.

ნაწილი მეორე

მეორე დღეს რომ გავიღვიძე ჩემს სპალნაში, ოთახის ფანჯრების პადაკოინიკებზე მტრედები ისხდნენ და ფაფხურობდნენ რაღაცას. ეგრევე თვალში მომხვდა მაგიდაზე მდგომი ვაზა. გასარეცხი დამრჩენია. ავდექი წავიღე ეს ვაზა კუხნაში და რაკოვინაში ჩავდე პირდაპირ. კრანი გადავატრიალე და მხოლოდ ცივი წყალი მოდიოდა. ნერვები ამეშალა, ეგრევე შევვარდი ვანაში, მაგრამ ცხელი წყალი არც იქ იყო. რომ გამოვედი პოლზე დაყრილი ნასკები ავიღე და სკამზე დავდე. ტუფლები გავიწმინდე ამასობაში, და ბალკონის კარები გავაღე, რომ დილის სუფთა ჰაერი შემოსულიყო. ბალკონზე რბილ კრესლოში ჩავჯექი, და დაველოდე სანამ ჩაინიკში წყალი ადუღდებოდა ყავისთვის. მიყვარს დილაობით სვეჟად მოდუღებული ყავა, პროსტა ძალიან ცხელი თუა მეწვება ხოლმე ენა. როგორც იქნა ცხელი წყალიც ჩაირთო. რამდენიმე წუთში, უკვე პადიეზდში ვიყავი. ახალი მაიკა მეცვა და ძაან მიხაროდა. სამი დღე შკაფში მეკიდა, და ერთი სული მქონდა როდის ჩავიცმევდი. პადიეზდიდან რომ გამოვედი, ჩემი მეზობელი შემხვდა, მაგარი უცნაური როჟაა. თავის დვარნიაშკა ძაღლს ასეირნებდა და რა თქმა უნდა, აშეინიკი არ ეკეთა იმ ცუგას. ზაჟიგალკა უნდოდა როგორც ყოველთვის, მე არ მქონდა, და ზაჟიგალკის მაგივრად სპიჩკა მივეცი. გარეთ ძალიან ციოდა, კურტკა უნდა ჩამეცვა, მაგრამ უკან, სახლში აბრუნება დამეზარა. მანქანის კაპოტი დამხვდა გაფხაჭნილი. მარა არ მივაქციე ყურადღება. ჩანთა ბაგაჟნიკში ჩავაგდე, სიდენიაზე მოვკალათდი, დაქოქვის კნოპკას დავაჭირე, მატორი ავამუშავე, და სხოდუ სამსახურში წავედი.

Etc.

პ.ს. ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის პატარა ნაკვესი.
კი, კარგია, როცა ბევრი უცხო ენა იცი. კიდევ უფრო კარგია, როცა ამ ენებს ასე ძალიან კარგად და თავისუფლად ფლობ. ისიც კარგია, რომ ინგლისურს თუ სხვა უცხო ენას სკოლაშივე ასწავლიან, და ათი ათასი, ყივჩაღის დარი, ინგლისურის პედაგოგი ჩამოდის და გვანათლებს. რა ჯობია ამას? მაგრამ, ვინმემ გითხრათ, რომ უცხოური ტერმინებით ქართული სიტყვები ჩაანაცვლეთო? მგონი არა. (მე არ ვსაუბრობ სპეციფიკურ, მაგალითად ბიზნეს ფრაზეოლოგიაზე). ამიტომაც, მგონი ჯობია გავუფრთხილდეთ იმას რაც გვაქვს. თუ არა და, მერე, 10, 20, ან 50 წლის მერე, მიშას, გრიშას, ან ბარაკს, ნუ დააბრალებთ იმას, რომ ქართული ენა „წაგვართვეს“!

ნოემბერი, 2010 © გ.დ.

Advertisements

5 thoughts on “ვიმეტყველოთ ქართულად – (ანუ რიჟა სთორი)

  1. მე ვცდილობ ქართულად ვილაპარაკო. (ანუ კაი ტიპი ვარ რა 😀 ) და მგონი ვახერხებ კიდეც, აი მაგალითად საერთოდ არ ვამბობ: “სპიჩკას” “კრანს” “ტუფლს” “უიქენდი” “ისთებლიშმენთი” თინეიჯერის თქმასაც კი ვერიდები და ყმაწვილს ვამბობ, მაგრამ ჩვენს ლექსიკონში არის რამდენიმე სიტყვა საკმაოდ ღრმად გამჯდარი და თითქმის უკვე ისეთი ბუნებრივია რომ ვერც ვამჩნევთ, აი მაგალითად იმ დღეს გადავწყვიტე რომ გრეჩიხას – ამიერიდან წიწიბურა ვუწოდო, მარა ყოველთვის არ მახსენდება და ხან ისევ გრეჩიხას ვეძახი. 😀
    ისე ერთი პრობლემაა ამ საქმეში ყურადსაღები, თანამედროვე ქართული საქმიანი ტერმინოლოგია არ არსებობს. ძალიანაც რომ გინდოდეს ქართულად საუბარი, ხშირად უბრალოდ არ იცი რომელიმე ტერმინის ან საგნის სახელის ქართული შესატყვისი.

    • წიწიბურასთაც მეც თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ბოლოს ჩავინერგე და გრეჩიხას მარტო იგივე სახელის მატარებელ ფსევდო პოლიტიკურ ელემენტის ხსენების დროს ვამბობ. 🙂

      ხო, ეგ ვიგულისხმე სპეციფიკურ ფრაზეოლოგიაში, ბიზნეს ინგლისურის გადმოქართულება ძალიან ძნელია, და ხშირად ალბათ შეუძლებელიც. ხშირად არც არის საჭირო, მარა სპიჩკა და სელებრითი სხვა განზომილებაა 😀

      • ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მეც აღმოვჩინე, რომ ჩვენს ენა ქართულს “უდიერად ვეპყრობოდი”.. რა კარგი იქნბოდა, ყველამ (ჩემი ჩათვლით) რომ შეიგნოს, შეეცადოს და ისაუბროს იმ ქართულით, რომელიც წინაპრებმა საკუთარი სისხლის ფასად დაიცვეს და შემოგვინახეს..
        მე კი შევეცდებიი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s