მთავარი » "ერთმორწმუნე მეგობარი" » ფიქრები “ერთმორწმუნე” მეგობარზე

ფიქრები “ერთმორწმუნე” მეგობარზე

პროტესტი ყველაფერ რუსულს!
პროტესტი ტყვიების გარეშე.

სიმართლე გითხრათ, რუსეთი დიდად არც არასდროს მიყვარდა. რატომ არ ვიცი, მაგრამ ბავშვობიდან რაღაც უარყოფითად ვარ მაგ სახელის მიმართ განწყობილი. მაშინ მხოლოდ სახელი იყო, ცოტა მერე, სახელის უკან მდგარი მთელი სისტემა და ნაწილაკთა ერთობლიობაა. ბავშვობიდან მაღიზიანებდა, არა, უფრო სწორად არ მომწონდა, რუსული საინფორმაციო გამოშვება და ეკაწერინა ანდრეევას მუდმივად გაყინული სიფათი. არ მიყვარდა მათი უაზრო კონცერტები და ვალერა ლეონტიევის ნახევრად ტიტველი ტანის ყურება. კიდევ სტუდია ვიდ-ის საშინელი ლოგო მაშინებდა და ცხოვრებას მიწამლავდა. აჰ კიდევ რა გამახსენდა: მეზიზღებოდა ე.წ. „კვნ“, სადაც ხუმრობების უმეტესობა საქართველოზე იყო, და რატომღაც ჩემს გარშემო ბევრს ეცინებოდა იმაზე, თუ როგორ ღადაობდნენ ვიღაც სირიოჟები „გრუზინებზე“.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ასე წყნარად და მშვიდად „არ მომწონდნენ“ ეგენი.
აი მერე კი…აი მერე იყო 2008 წელი. არაფრის თქმას არ ვაპირებ და არც მინდა იმ წელზე და მოვლენებზე. გავაგრძელებ მე რუსეთზე ჩემი დამოკიდებულის შესახებ საუბარს. ჩაიარა ამ ყველაფერმა, და ვფიქრობდი ერთ რამეზე: მე, ერთ რიგით მოქალაქეს,რომელიც ვერც ჯარისკაცად ივარგებს და ვერც იარაღს დაიჭერს ხელში, რითი შემიძლია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო? რითი შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება „იმათ“ მიმართ, და ვაგრძნობინო, რომ ისინი ჩემს ქვეყანაში, ჩემთვის აღარ არიან მისაღებები. (სიმართლე გითხრათ, აღარც როგორც სტუმრები). ვიფიქრე ვიფიქრე, რამდენიმე გზა არსებობსთქო ალბათ ამის: რაიმე საპროტესტო აქციას დავსწრებოდი. მაგრამ მერე რა? შეიკრიბებოდა 1000 კაცი, გაისეირნებდნენ 10 კმ-ს დროშებით, პლაკატებით, და წინსაფრებით, თან რა თქმა უნდა ჯოს ჯოს ჯოს შეძახილებით, და მორჩა. დაბრუნდებოდნენ სახლში და ადნაკლასნიკებზე იღლაბუცებდნენ. ანუ ეს ვარიანტი გამოვრიცხე. შემდეგი რაც გავიგე რომ არსებობს, ეს იყო პეტიცია თუ რაღაც, ასე ქუჩაში ხელს აწერინებდნენ ხალხს, და მერე გაეროში (აბაა?! თვით გაეროში!) აგზავნიდნენ. სასაცილოა! წარმოიდგინეთ გაეროს საფოსტო ყუთში მიდის სადღაც პეკინის ქუჩაზე ხელმოწერილი პეტიცია! ჯერ სად ხართ! ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ამ პეტიციას კითხულობს კიმ ჩე ნირი კი არა და რა ქვია, ბან კი მუნი! და როგორი შეშფოთებული სახე აქვს! ნუ არასერიოზულია! საელჩოს წინ პირს ვერ ამოვიკერავდი ეხლა, და თავზე ნავთს ვერ გადავისხავდი. სხვა დანარჩენი ალტერნატივებიც ძალიან უაზრობად მომეჩვენა, და ბოლოს მივაგენი რაღაცას, ჩემთვის ყველაზე სწორს და მართებულს. პროტესტი რუსეთს! პროტესტი ყველაფერს რუსულს!

რას გულისხმობს ეს? ერთ ძალიან მარტივ რამეს: მე არ მინდა რუსული იოგურტი. მარტივად! არ მინდა და მორჩა! მე არ მინდა რუსული რადიო! არც რუსული გაზეთი მინდა! საერთოდ არ მინდა რუსული ტელევიზია! რუსული შოუბიზნები ხომ არ მინდა და არ მინდა! რუსული სპორტი, ფეხბურთი, ოლიმპიადა – არც ესენი მიზიდავენ! მაგრამ, სათითაოდ მივყვეთ.

რუსული იოგურტი – რატომ თორემ კი?! რატომ უნდა ვიყიდო მაინც და მაინც რუსული ჩუდო იოგურტი, როცა შემიძლია დანონი ვიყიდო. ააა, იმიტომ რომ რუსული მაინც „ხარისხიანია“. გარდასულ დროთა გადმონაშთი! არ ვიყიდი, არ მინდა ჩუდო იოგურტით ტკბობის სანაცვლოდ გაღებული ფულით ნაყიდი იარაღით ჩემივე თანამოქალაქეები დახოცონ. (რა თქმა უნდა , ისინი იარაღს მაინც იყიდიან და სულ არ აინტერესებთ მე ჩუდოს შევჭამ თუ პრუდოს, მაგრამ მე არ ვიქნები გარეული! სინდისი მშვიდად მაქვს!)

შემდეგი: რუსული რადიო და პრესა – მაპატიეთ და რა ჯანდაბად მინდა?! კამსამოლსკაია პრავდა თუ არ წავიკიტხე ეხლა საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკუნეში, აღარ ყოფილა საშველი!

რუსული ტელევიზია – ოო, აი ცოტა რთულადაა საქმე. არსებობს მითი, რომ რუსული ჟურნალისტიკა მაინც სულ სხვაა! ნეტავ რატომ არის „მაინც სულ სხვა“? ამაზე პასუხს ვერავინ მცემს. უზნეობის აპოგეა არის რუსული გადაცემები? არის! ჩვენი სამტრო პროპაგანდა არის რუსული გადაცემები? არის! უკბილო და არახარისხიანი არის რუსული გადაცემები? არის! აბა რაღა გვინდა? არ მესმის უბრალოდ. შიგადაშიგ კარგი გადაცემა ყველა ქვეყანაში და ყველა ტელევიზიაშიც არის, თვით იმედზე და მზეზეც კი. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს..

რუსული შოუბიზნესი – ჰაჰ, სასაცილოდაც არ მყოფნის! ორბაკაიტეს და შუფუტინსკის გავანებოთ თავი! (ანდა რაიონებში ყველგან მაგათ უსმენენ, თან ფონად თვითკმაყოფილი სახით მოგახსენებენ, რომ რუსული ესტრადა „პირველია“! ) ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ მსოფლიოს (იმ მსოფლიოში რომელიც შოუბიზნეისთ იკვებება) მუსიკაში მაგალითად გოროდ 312-ზე უკეთესად არ მღერის არავინ მაგავე ჟანრში! მაგრამ მაინც და მაინც გოროდი გვინდა. კი ბატონო.. მე არ მაქვს პრობლემა..

რუსული სპორტი და ა.შ. – ფეხბურთი ძალიან მიყვარს! ამ სპორტის გარეშე ალბათ სრულფასოვნად ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ არანაირად არ მაქვს მოთხოვნილება მაინც და მაინც რუსულ პრემიერლიგას ვუყურო. ეს კარგი გავიარეთ. ეხლა რამდენი წამომაძახებს: რა ნტვ-ს ფეხბურთის ყურებას რა ჯობიაო? მართლაც, რომ საუცხოო კომენტატორები ყავთ ალბათ. მაგრამ მარტივად შემიძლია მაგაზეც უარის თქმა. არაფერი პრობლემა არაა, დავითხრი თვალებს ინტერნეტში, ან ისევ მინაშვილს მოვუსმენ! (რა მაზოხიზმია!) ისევ და ისევ, სინდისი მშვიდად მაქვს…

რატომღაც ამის შემდეგ, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.
დარწმუნებული ვარ ბევრმა, ჩემი პოზიციის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა, გაიფიქრა ეხლა: რა, რუსულ ლიტერატურას და ენასაც პროტესტი? არა რა თქმა უნდა…რუსული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის ნაწილია. უბრალოდ არ არის ჩემი აზრით საჭირო, მას ასეთი განსაკუთრებული სტატუსი ქონდეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ჩვენთვის უფრო ახლოა, ჩვენი და რუსეთ საერთო კულტურა გვქონდა, და მსგავსი მარაზმები. რამდენჯერ გამიგია: აი რუსული კლასიკა, ეს არის რაც არის, ეს ჩვენთვის ყველაზე ახლოა ჩვენი კულტურის მერე! (კლასიკაა, და ალბათ მსოფლიოში დოსტოევსკის და პუშკინის ბადალი მეორე არ მოიძებნება, მაგრამ მერე რა? არც ბალზაკის და ქენძაბურო ოეს ნაირი მოიძებნება შეიძლება მეორე…) ჩემთვის პირადად ის ისეთივე უცხოა, როგორც ფრანგული, მექსიკური ან ჩრდილო კორეეული. მშობლიური არის ქართული…დანარჩენი უცხო..ლოგიკურია მგონი..

სიმართლე გითხრათ, დიდად არც ის მესმის რატომ არის ქალაქში ამდენი ქუჩა და სხკვერი, რომელსაც რუსის საპატივცემულოდ აქვს სახელი მინიჭებული. მიანიჭონ კაცო, მე ვინ რას მეკითხება, მაგრამ მაინც და მაინც გამორჩეულად რუსული რატომ? არც პუშკინის სკვერის საწინააღმდეგო მაქვს რამე, და არც მაიაკოვსკის ძეგლთან მაქვს პრეტენზიები, მაგრამ თბილისში პროსპერ მერიმეს ძეგლს თუ მანახებთ ან უილიამ შექსპირისას, ძაან კარგი იქნება.

მოკლედ სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. ნუ განიხილავთ ამას პოლიტიკურ ჭრილში და ნუ მიპასუხებთ: აბა ამერიკა ჯობია? არც ერთი არ ჯობია, და არ არის საჭირო ვინმეს ტყვეობაში ვიყოთ. ეს ქართული სენია, ერთი თუ არ მოგწვონს ესე იგი მეორეა კარგი აუცილებლად. ვერც ის გამოგადგებათ არგუმენტად, რომ რუსეთი მართლმადიდებელია. ძალიან კარგია რომ მართლმადიდებელია, მაგრამ ეს არსად ჩანს. ცუდად არ მოვექცეთ ამიტომ? არ ვექცევით ბატონო ცუდად, მარა ჩვენც რომ მართლმადიდებლები ვართ? ეს ახსოვს ვინმეს? ააა, თუ ის რადგან დიდია, და ჩვენ პატარა ამიტომ უნდა ვჭამოთ „რასია – შჩედრაია დუშა? მე პას! რაღაც “ერთმორწმუნე მეგობარი-მეზობლის” არ მჯერა..ისიც მახსოვს, რომ შეიძლება რუსულ გაზს და ელექტროენერგიას მოვიხმარდე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მეც ადამიანი ვარ, და ხშირად თავს ზემოთ ძალა არ არის. თუმცა ვინ იცის, იქნება და ერთ დღეს მაგათ გარეშეც შევძლო სიცოცხლე..

იმედი მაქვს, მალე მოგვშორდება ჩვენი და რუსეთის კულტურების და ცხოვრების „საერთოობის“ განცდა და თავისუფლად ვიცხოვრებთ.

პ.ს. ჩემი პოზიცია არის სუბიექტური, და არანაირი პრეტენზია არ მაქვს საყოვლეთაო ობიექტურობაზე. პლუს ამას, არც არავის მოვუწოდებ ჩემნაირად იფიქროს და იმოქმედოს.

პ.პ.ს. „Ни один народ не мог бы жить, не сделав сперва оценки: если хочет он сохранить себя, он не должен оценивать так, как оценивает сосед“. – Фридрих Ницше

13 thoughts on “ფიქრები “ერთმორწმუნე” მეგობარზე

  1. აბა ამერიკა ჯობია? 😀 კიარადა გეთანხმები ყველაფერში! ძირს ოდნოკლასნიკი! “რასია შედრაია დუშა” მოსკოვის პროსპექტი, ალა პუგაჩოვა, შუბუტინსკი და ვიაგრა!
    კიარადა კეთილი იყო ჩემი პირველი კომენტარი შენს ბლოგზე, წარმატებები!

    P.S: ისე ამერიკა რატო არ ჯობია? 🙂 ჯობია,

  2. არადა მე ეგეთი ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს რუსეთის მიმართ.
    მიყვარს არაერთი რუსული მომღერალი/ჯგუფი.
    მიყვარს არაერთი რუსული ფილმი.
    მიყვარს რუსული ენა.
    ერთი ისაა, რომ მათ ვერ ვიტან, ვისაც საქართველოს განადგურება ან/და ოკუპირება უნდათ.

  3. კითხვა რო დავიწყე მეგონა დაგეთანხმებოდი, მაგრამ ნამდვილად – ვერ! პოლიტიკა პოლიტიკაა და პუტინი შეიძლება მძულდეს, მაგრამ ყველაფერს რუსულს ვერ შევიძულებ: დღე არ გავა რომ არ ვუსმიო რუსულ მუსიკას, იმიტომ რომ მათ ჰყავდათ ცოი, ვისოცკი, Mashina Vremeni და ჰყავთ DDT (რომლის ქმედებაც ომის შემდეგ გემახსოვრება)… დოსტოევსკი, ბულგაკოვი, ტოლსტოი………….. რაც შეეხება ტელევიზიას ჟურნალისტიკას თავი გავანებოთ და მათი იუმორისტული გადაცემები Comedy Club, Nasha Russia და ის KVN-იც არის ის რაც მაცინებს და მახარხარებს ქართულებისგან განსხვავებოთ, და ის გრუზინებზე ხუმრობაც არ მაღიზიანებს, იმიტომ რომ აშკარა იუმორია და არა ბოღმა და ღვარძლი… მერე მოდის საბჭოური კინო, რაც თავისთავად რუსეთთან ასოცირდება და რუსულია… მოკლედ, ახლა ეს გამახსენდა და მეც რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ 🙂

    პ.ს. ბლოგის დასახელებამ მომიზიდა აქ რომ მოვხვდი 🙂 ერთერთი უსაყვარლესია სიმღერაა სკელტერი ჩემთვის, განსაკუთრებით კი დანა Fuchs-ის შესრულებული…

    პ.პ.ს. წარმატებები ბლოგს 😉

    • გასაგები და მისაღებია თქვენი პოზიციაც.
      სიძულვილით არც მე მძულს უტკინის და მასლაჩენკოს წაყვანილი მატჩის ყურება, მაგრამ არაკომფორტულად ვგრძნობ თავს.

      კომედი ქლაბზე გაამახსენდა, ერთხელ მოვკარი თვალი ვიღაც ორი წვრილთვალება ტიპი ზის, და უაზროდ ქართულ სადღეგრძელოზე, სოFიკო-ზე, და გალსტუკის ჭამაზე “ღადაობდნენ”. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიღადაოთ, და მათგან ეს ჩემთვის მიუღებელია. და არა მარტო მათგან…

      პ.ს. გმადლობთ! 🙂

      • არ მესმის რატომ შეგვიძლია ვიღადაოთ ჩვენ და იგივე საკითხზე ღადაობა გვწყინდეს სხვისგან… ჩვენც ვკაიფობთ რუსების ,,ბასიაკობაზე” (თან ზიზღით და ღვარძლით) და ისინიც გაიცინებენ იმაზე რაც სასაცილო და თუნდაც დასაცინი გვაქვს…

        პ.ს. რისი მადლობა, ბლოგერი იმისთვის არსებობს რომ სხვა ბლოგზე კომენტარი დატოვოს :))) ხოდა მ მარტივად იმის თქმა მინდა, რომ ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს და ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ასე რომ მთელი ერის ,,უარყოფა” არ შემიძლია… ყოველთვის მეყოლება 1 საყვარელი რუსი და ყოველთვის იარსებებს 1 ქართველი, რომელიც მეზიზღება…

      • საქმე რაშია იცი, სახელმწიფო არის ოჯახის სახეცვლილი და უფრო დიდი ვარიანტი (ნუ ცემი აზრით რა თქმა უნდა). ვინმე მეზობელმა რომ იღადაოს ჩემზე ან ჩემი ოჯახის წევრზე (თან ისეთმა მეზობელმა, რომელთანაც სამკვდრო-სასიცოცხლო დაკა-დაკა მაქვს, და დიდად არ მეხატება გულზე) ალბათ სულ მცირე მეწყინება. სულ მცირე..

        ამ პოსტში მე ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე საერთოდ არ მითქვამს არაფერი, არც ის მითქვამს უნდა გვიყვარდეს ან პირიქითთქო. მე პირადად დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ მაგ საკითხს, რუსი, ჩინელი, ლაოსელი, ყველა ერთია ჩემთვის.

        მაგრამ, არც იმის მჯერა რომ ორი რუსეთი არსებობს. რაც ხალხი, ის მმართველი..მეტნაკლებად მაინც..

  4. ჩავამატებდი რაღაცას, ძირს ”სპიჩკა”, ”პესოკი”, ”ლაპატნიკი”, ლამფუჭკა”, ”კრანი”, ”მაშინა” და მისთანანი!!!! 🙂

დატოვე კომენტარი